ახალი ამბები

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარმა ავარიამ ტრაილერის მძღოლი იმსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რა დროსაც ტრაილერი გზიდან გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები