ახალი ამბებისპორტი

ბათუმელებმა ”სიონს” მოუგეს და პირველი ადგილი დაიბრუნეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის სასტარტო მატჩში ბათუმის ”დინამომ” ანგისას ბაზაზე ბოლნისის ”სიონი” მიიღო და მეტოქე- 2:0 დაამარცხა.

აჭარელთა რიგებში გოლები გიული მანჯგალაძემ და ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანეს. ამ წარმატების შედეგად, გია გეგუჩაძის გუნდმა 67 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს კონკურენტებთან შედარებით ერთი შეხვედრით მეტი აქვთ გამართული.

9 ნოემბერს 34-ე ტურის კიდევ სამი დაპირისპირება შედგება. ჩემპიონის ტიტულის ერთ-ერთი პრეტენდენტი თბილისის ”დინამო” სტუმრად ”რუსთავს” შეხვდება. ხსენებული დუელი 14:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს სტარტს ”საბურთალოსა” და ”ვიტ ჯორჯიას” დერბი აიღებს. 18:00 საათზე კი ”ლოკომოტივისა” და ”ჩიხურას” შეხვედრა დაიწყება.

ტურის დასკვნით მატჩში 10 ნოემბერს ერთმანეთს ”ტორპედო” და ”დილა” გაეჯიბრებიან.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები