ახალი ამბებივიდეოსპორტი

ბასილაშვილმა რუსი რუბლიოვი დაახურდავა – ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო (ვიდეო)

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკა ბასილაშვილმა და გერმანიის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ჰამბურგში, როტენბაუმის ცენტრალურ კორტზე, 27 წლის მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) ფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

ნიკა ბასილაშვილი რიგით მეოთხე ჩოგბურთელი გახდა ედი დიბსის (1973-34), ანდრეი მედვედევისა (1994-95) და როჯერ ფედერერის (2004-05) შემდეგ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჰამბურგის ღია პირველობა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის მოგებისთვის პრიზის სახით 354 845 ევროს მიიღებს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები