ახალი ამბებისამართალი

„ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულებიდან 3 პატიმრობაში დარჩა, 5-ის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა

ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 ადამიანიდან სამი პატიმრობაში დარჩა, დანარჩენების სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. რვავე ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. დღეს მათი დაკავებიდან ორთვიანი ვადა ამოიწურა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებას უნდა გადახედოს.

„დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა დაუშვებელ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ასევე ვითხოვდი მოწმეების დაკითხვას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ, მაგრამ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა საქმის სიმძიმიდან გამომდინარე. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში და ეს არის ერთი ადამიანის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გამოვააშკარავებთ და დავამტკიცებთ“,-განაცხადა ერთერთი ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, 11 მაისს, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 8 პირი დააკავეს.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები