ახალი ამბებივიდეომსოფლიო

ბარსელონაში იაპონელ ტურისტს ძარცვის მიზნით 6 ახალგაზრდა თავს დაესხა (ვიდეო)

დღეს, ბარსელონაში, ძველი ქალაქის უბანში, ექვსი ახალგაზრდა ახალგაზრდა იაპონელ ტურისტს გაძარცვის მიზნით თავს დაესხა.

როგორც ElCaso იუწყება, ექვსი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი ველოსიპედით იყო, იაპონელ ტურისტს, მის ცოლთან ერთად ძველი, ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე მყოფს, თვალყურს ადევნებდა და როდესაც მოახერხეს და მამაკაცი ერთ-ერთ კუთხეში მიიმწყვდიეს, მას თავში ჩაარტყეს, ძირს დაცემულს, მისი გაოგნებული მეუღლის თვალწინ, გამოსტაცეს ხელიდან მობილური ტელეფონი და სირბილით დატოვეს იქაურობა.

კატალონიის ნაციონალურმა პოლიციამ “მოსის დესკუადრამ” გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდები ამ ტიპის სხვა ინციდენტებთან შეიძება იყვნენ კავშირში.

როგორც კატალონური პრესა აცხადებს, სიუტატ-კომტალის (ბარსელონას ძველი, კატალონიური სახელწოდება – “აიპრესი”) მცხოვრებლებს ყელში აქვთ ამოსული მათ უბანში უსაფრთხოების არარსებობა და ზომების მიღებას მოითხოვენ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები