ახალი ამბებიპოლიტიკა

“ბარნოვი არავის არ გაუთავისუფლებია, საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია და მისი განცხადებების გამო”

სასულიერო სემინარიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი ჯერჯერობით, არ გაუთავისუფლებიათ – ამის შესახებ განცხადება, “კურიერის” ეთერში მამა ბიძინა (გუნიამ) გააკეთა. სასულიერო პირი ამბობს, რომ სამეცნიერო საბჭომ განიხილა ბოლო დროს თეოლოგის მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის არის გოჩა ბარნოვის ის განცხადებაც, სადაც მან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე ისაუბრა.

მამა ბიძინას თქმით, წევრებისთვის გოჩა ბარნოვის განცხადებების მიუღებელია, რადგან ის საქართველოს ეკლესიას და მთავრობას პრორუსულობის გამო აკრიტიკებს. სასულიერო პირის განცხადებით, გადაწყვეტილებას საბჭო მას შემდეგ მიიღებს, რაც შემადგენლობა გაესაუბრება გოჩა ბარნოვს.

„გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბატონი გოჩა გაათავისუფლეს სასულიერო აკადემიიდან, თითქოს მას შეუწყვიტეს ლექტორობა… შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოზე მოსმენილი ეს და სხვა ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იყო შეფასებული საბჭოს წევრების მიერ… ის არავის არ გაუთავისუფლებია, საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია და დამოკიდებუკლება მისი განცხადებების გამო, თვითონ საბჭოს არ ესწრებოდა, თუმცა იყო მოწვეული საბჭოზე,” – ამბობს მამა ბიძინა.

სასულიერო აკადემიიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თეოლოგმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გოჩა ბარნოვი წერს, რომ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები იმ საბაბით შეუჩერეს, რომ ის პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერია. თუმცა თეოლოგი ამბობს, რომ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიზეზი სულ სხვაა.

“საპატრიარქოსა და აკადემიას კი შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ.ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენსტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ,-” წერს ყოფილი ლექტორი ფეისბუქ სტატუსში.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close