ახალი ამბებიპოლიტიკა

ბანერი “გახარია წადი!” “ოცნების” დეპუტატებთან გიორგი ახვლედიანს გაატანეს – აქცია “შერატონ მეტეხთან”

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის წევრებმა “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაცია უნდა გამართონ აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, აქციის მონაწილეებმა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს გიორგი ახვლედიანის ბანერი “გახარია წადი” გაატანეს. ახვლედიანმა მათთან პირობა დადო, რომ “ქართული ოცნების” წევრებს ბანერს აჩვენებდა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები