ახალი ამბებიპოლიტიკა

ბახტაძე 20 ივნისის ღამის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას ისევ სააკაშვილს აკისრებს

მამუკა ბახტაძე 20 ივნისის ღამის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას ისევ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს პირველი “ძალადობრივი მოწოდებები” 20 ივნისის ღამეს არ გაუკეთებიათ და წლებია ნეგატიური განწყობის დათესვა მიმდინარეობს.

“მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ 20 ივნისს ჰქონდა ამ შემთხვევას ადგილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მე არ ვამბობ ისეთ ამბავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან ან რამე არის დაფარული

ჩვენ მოვისმინეთ მისი პირდაპირ მოწოდებები და ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემურ რეჟიმში ვისმენთ ერთი და იგივეს. იმიტომ, რომ მათი მიზანი არის, საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა,რომ იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ 20 ივნისს ჰქონდა ამ შემთხვევას ადგილი, ბოლო წლების მანძილზე მსჯავრდებული სააკაშვილი ამ მისი აგრესიული ჯგუფი ცდილობს ეს ყველაფერი გააკეთოს და გააკეთოს სისტემურად ინტენსიურად, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშულებებით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პირველ რიგში თქვენს წინაშე და ქართული სახელმწიფოს წინაშე,”-განაცხადა პრემიერმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები