ახალი ამბებისაზოგადოება

ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

დღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება დღეს, 12:00 საათზე და რეგისტრაციას შეძლებენ:
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები