ზაზა დავითაია

ბაჩო შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის 28-ე დღე

სიცოცხლის რესურსი იწურება

სიცოცხლის მთვლელი ჩართულია! არ დავუშვათ, ციხეში, შიმშილობის შედეგად დაიღუპოს უდანაშაულო ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში სიკვდილს გადაურჩა!
5 დეკემბერს უვადო პატიმრობამისჯილი თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის 28-ე დღე დაიწყო.
ის უკვე დაუძლურებულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, სავალალო შედეგი დადგეს!
ვისაც აინტერესებს, რატომ დაიჭირეს ბაჩო შარაშენიძე, ლინკზე გადავიდეს და წაიკითხოს: https://www.facebook.com/…/a.16495024219…/2221308504759364/… – თან, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ვინძლო – გადარჩენა შევძლოთ!

საზოგადოებას ბაჩო შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის შესახებ პირველად შიმშილობის 22-ე დღეს ვამცნე და მას მერე ფეისბუქის ჩემს გვერდზე მისი სიცოცხლის მთვლელი ჩავრთე, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა და გააზიარა: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1973837439366165&set=a.429302943819630&type=3&theater

ეს კი, ბაჩო შარაშენიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, სადაც მისი უდანაშაულობა იკვეთება. ნახეთ: https://www.youtube.com/watch?v=nPFv7u7QIzY

ტელეკომპანია “ქართულ არხზე” უყურეთ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის საავტორო გადაცემა “კვირის მიმოხილვას,” რომელიც ბაჩო შარაშენიძის საქმეს და მის შიმშილობას ეხება:
https://www.facebook.com/zazdavitaia/videos/1977587778991131/

ძვირფასო საზოგადოებავ! გააზიარეთ ეს პოსტი და მოუწოდეთ ხელისუფლებას, ბაჩო შარაშენიძის საქმე სასამართლოს გადასცეს, რითაც სიკვდილისგან მის გადარჩენას და სამართლიანობის აღდგენას მივაღწევთ!

ზაზა დავითაია. უფლებადამცველი. ჟურნალისტი.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები