ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-წავკისის გზაზე, სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 18, 20 და 23 წლის ბიჭები, ისინი მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ თბილისში და საჭეს 18 წლის ბიჭი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა ავტომობილს მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯანხა და ამოტრიალდა, ახალგაზრდები გადმოცვივდნენ და ადგილზე დაიღუპნენ.
ადგილზე გვიანობამდე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და სასწრაფო ეკიპაჟები, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები