ახალი ამბები

ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, ჩიქოვანის N19-ში არსებული სკვერი გაფართოვდება

სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) N19-შიარსებული მოსასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობისგადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამდაახლოებით, 30 ავტოფარეხის დემონტაჟიგანახორციელა.

ჩიქოვანის N19-თან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულსამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო დაადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონისგამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოსმაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან ერთადშეხვდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 30 ერთეული ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში აქტიურადააჩართული. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ძალიანკარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი სივრცეგათავისუფლდა, სადაც ძალიან კარგი სკვერიგაკეთდება. ასევე, მოეწყობა ბავშვებისთვის სათამაშომოედნები. სიმახინჯეების ნაცვლად, აქ მცხოვრებიმოქალაქეებისთვის საუკეთესო დასასვენებელი დაგამწვანებული სივრცე იქნება. მიხარია, რომმოსახლეობა გვერდში გვიდგას და აღნიშნულპროექტს ერთად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახაკალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დედაქალაქისრამდენიმე რაიონში, მოსახლეობის მოთხოვნისშესაბამისად, რამდენიმე ათეული ავტოფარეხისდემონტაჟი უკვე განხორციელდა, რომლის ნაცვლად, ტერიტორიაზე კეთილმოეწყობის სამუშაოებიგანხორციელდება და მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close