ახალი ამბებიშემთხვევა

ავარია ახალციხეში – დაშავებულია 2 ახალგაზრდა

ახალციხეში, სოფელ მინაძესთან მსუბუქი მანქანა ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მინაძიდან ერთ კილომენტრში მოხდა. თვითმხილველის თქმით, „ფიატის“ მარკის მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა მდგომარეობა აქვთ, მიმდინარეობს გამოკვლევები“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები