ახალი ამბები

აუცილებლად გაეცანით! უსაფრთხო კვების წესები ორსულობის დროს

     გესტაციის პერიოდის თანამედროვე ნუტრიციული მხარდაჭერა

მანანა აბულაძე- მედ.დოქტორი, მეან–გინეკოლოგი, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს წევრი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი

ორსულობის დიაგნოსტირების პირველივე დღიდან ორსულმა უნდა იზრუნოს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზეც. მომავალი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს დედის კვებითი ქცევები მთელი ორსულობის განმავლობაში. ორსულის საკვები უნდა იყოს ბალანსირებული და უნდა შეიცავდეს მინერალებს და ვიტამინებს. სასურველია მრავალჯერადი კვება 5-7ჯერ დღეში. ვინაიდან შიმშილის გრძნობას კლავს ხშირი კვება მცირე ულუფებით.  ორსულობის დროს  რეკომენდირებულია ყაბახის და ბადრიჯნის მიღება. შიმშილის გრძნობის მოსაკლავად არ გამოდგება ,,ტკბილის’’ მიღება, ასევე მადას აღვივებს ვაშლიც. ამიტომ ვაშლი უმჯობესია მიიღოთ ჭამის დროს და არა შუალედებში. მადას აქვეითებს სუსტი და  არა ტკბილი ჩაი. ორსულობის დროს კვებითი რეჟიმის შედგენისას იპოვეთ ჯანსაღი კომპრომისი ,,საჭიროსა’’ და ,,მინდას’’ შორის.

ორსულის კვებითი რეკომენდაციები შემუშავებული უნდა იყოს ასაკის, წონის და ფიზიკური აქტივობის  გათვალისწინებით.

ორსულობამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში ორსულმა უნდა მიიღოს  დღეში 0,4მგ. ხოლო მე-2 და მე-3 ტრიმესტრში 0,6-0,8 მგ. ფოლიუმის მჟავა. დიდი დოზებით 4 მგ. ინიშნება იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ ნერვული მილის დეფექტების განვითარების მაღალი რისკი( ანამნაზში ნერვული მილის დეფექტით ორსულობა და დიდი დოზებით ვიტამინი “A’’-ს მიღება(10 000ერთეულზე მეტი)

ორსულობის დროს საჭიროა ჯანმრთელი დიეტა, რომელიც მოიცამვს დიდი რაოდენობით ხილს და ბოსტნეულს, მარცვლეულს, რძის პროდუქტებს( დაბალცხიმოვანი)

მაღალი კვებითი რისკის ქალებს ესაჭიროება რეფერალი ნუტრიციოლოგთან და გასტრო-ენტეროლოგთან.

მაღალი კვებითი რისკის მქონე ორსულები:

დიაბეტი: 1. პირველი ტიპის და 2. მეორე ტიპის

სამეანო ანამნეზი: 1.წინა ორსულობის დროს ნერვული მილის დეფექტი

2.გესტაციური დიაბეტი. 3.ღებინება ორსულობის დროს. 4.ჰიპერტენზია ორსულობის დროს. 5. მრავალნაყოფიანი ორსულობა.

თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები:

  1. ფენილკეტონურია. 2.გლუტეინური ენტეროპატია 3.ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა

ქირურგიული ანამნეზი:

1.ბარიატრიული ოპერაცია. 2.კუჭის რეზექცია.

გასტროინტესტინალური დაავადება:

1.კრონის დაავადება. 2.წყლულოვანი კოლიტი.

კვებითი დარღვევები:

  1. სიმსუქნე. 2.ჭარბწონიანობა.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი:

1.სიგარეტის მოწევა. 2. ალკოჰოლის მიღება. 3. სტიმულატორების მოხმარება

ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების გარდა კვებაზე ენერგეტიკულ მოთხოვნას ზრდის ტკივილგამაყუჩებლების დიდი რაოდენობით მიღება, ხშირი და არაადექვატური დიეტების დაცვა  ორსულობამდე.ორსულობის დროსაც დიეტის დაცვა და გარკვეულ პროდუქტების მიღებაზე უარის თქმა არ არის რეკომენდირებული.

ორსულის კვებითი ჩვევების განსაზღვრა შესაძლებელია სპეციალური კითხვარის მეშვეობით. ორსულისთვის დასმული კითხვებია:

  1. კვირაში რამდენჯერ მიირთმევთ სწრაფი კვვების პროდუქტებს.?

2.ყოველდღიურად რამდენ ულუფა ხილს მიირთმევთ?

3.რამდენ ულუფა ბოსტნეულს მიირთმევთ დღის განმავლობაში?

4.რამდენ ჭიქა ტკბილ ჩაის ან სხვა გაზიან სასმელს სვამთ?

  1. კვირაში რამდენჯერ მიირთმევთ ლობიო-ბარდოსნებს, ქათმის და საქონლის ხორცს, თევზს?

6.ჩიფსებს და კრეკერებს კვირაში რამდენჯერ იღებთ?

7.ტკბილეულს და დესერტს კვირაში რამდენჯერ იღებთ?

  1. რამდენ მარგარინს, კარაქს ან სხვა ცხოველურ ცხიმს იღებთ კვირის განმავლობაში?

დასმულ კითხვებს კომენტარი არ ჭირდება. პასუხები ფასდება

ქულებით.

ტყუპი ორსულობის დროს მოწოდებულია შემდეგი კვებითი რეკომენდაციები:

  1. 1. მულტივიტამინები+30მგ რკინა

I ტრიმესტრში 1 აბი დღეში

II ტრიმესტრში 2 აბი დღეში

III ტრიმესტრში 3აბი დღეში

  1. 2. კალციუმი დღიური დოზა

I ტრიმესტრში-1500მგ.

II ტრიმესტრში-2500მგ.

III ტრიმესტრში-2500მგ.

ვიტ.D I, II და III ტრიმესტრში 1000ს/ე

3.მაგნიუმი I ტრ.-400მგ.

II და III ტრ. 800მგ.

4.თუთია    I ტრ,-15მგ.

II და III ტრ.-30მგ.

5.ომეგა 3 სამივე ტრიმესტრში

300-500მგ.

  1. ფოლის მჟავა სამივე ტრიმესტრში

1მგ.

7.ვიტ.C/E სამივე ტრიმესტრში

500/400 ან 1000/400ს/ერთ.

ნება მიბოძეთ მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია იმის  თაობაზე, თუ რომელ საკვებში რა რაოდენობით შედის კალციუმი, ფოლიუმის მჟავა და რკინა.,

რკინით მდიდარი საკვებია: რვაფეხა,ისპანახი, გოგრის თესლი(3-12მგ.) საქონლის და ქათმის ხორცი,  თხილეული,კვერცხი, პომიდვრის წვენი, არაქისი, ნუში(1,6-3მგ.) გარგრის ჩირი,ქიშმიში, კენკროვანი ჩირი, მარწყვი(0,5-1,5მგ.)

რკინის შეწოვას აძლიერებს ვიტამინი C-ს შემცველი პროდუქტები: ბროკოლი,წიწაკა,გრეიფურტი,კივი,ფორთოხალი, პომიდორი, მარწყვი

ფოლიუმის მჟავით მდიდარი საკვებია:

ბურღულეული, საქონლის ღვიძლი, ისპანახი, ასპარაგუსი(100-400მკგ)

თეთრი ბრინჯი,ბარდა,ბროკოლი,ავოკადო,პომიდვრის წვენი,ფორთოხლის წვენი(60-100მკგ)

პური,კვერცხი.პაპაია, ბანანი(20-25მკგ)

კალციუმით მდიდარი საკვები:

 

რძე(ცხვრის,თხის, საქონლის)-470 დან 300 მგ-დე

იოგურტი- 420 მგ.      ჰოლანდიური ყველი-200მგ.

ხაჭო  -125მგ        ნაყინი   -84 მგ.

უსაფრთხო კვების წესები ორსულობის დროს

ორსულობის დროს მატულობს ორსული ქალის და ნაყოფის რისკი კვების პროდუქტებით გადაეცეთ ინფექციური დაავადება. ამავ დროულად ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც პოტენციურად საშიშია ნაყოფისთვის:

  1. ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს ნაყოფის თავის ტვინის დაზიანების რისკს იწვევს,ასევე იწვევს ნაყოფის

სახის დეფორმაცას,  გონებრივი განვითარების შეფერხებას და ნაყოფისა და ახალშობილის ლეტალობას.ორსულ ქალში კი არტერიული წნევის მომატებას.ალკოჰოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და ლოგინობის ხანაში რძით გადაეცემა ახალშობილს.

  1. კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება იწვევს ორსულობის დრომდე მიუტანლობას, ორსული ქალის არტერიული წნევის მომატებას, ტაქიკარდიას. ირღვევა ქალისა და ნაყოფის ძილის რითმი. კოფეინი გადის პლაცენტაში აღწევს ნაყოფამდე და ნაყოფის ორგანიზმში მისი დაშლა არ ხდება.

3.ოკეანის თევზი(თინუსი,ზვიგენი, შიმშელი, მარლენი) შეიცავს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს და ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ნაყოფს. ასევე ორსულმა ქალმა არ უნდა მიიღოს მტკნარი წყლების და შებოლილი თევზი.

პროდუქტები რომლებმაც შეიძლება ინფექციური

დაავადება გამოიწვიოს

  1. ტოქსოპლაზმოზი-გაურეცხავი ბოსტნეულით ( გადამტანია კატის ფეკალიები) და მოუხარშავი ხორცით შეიძლება დაინფიცირება. ტოქსოპლაზმოზი იწვევს ახალშობილის სიბრმავეს, სიყრუეს და გონებრივ ჩამორჩენას.
  2. ლისტერიოზს იწვევს ლისტერიის ბაქტერიები. დაინფიცირება ხდება მცენარეული და ცხოველური ყველიდან. იწვევს ორსულობის დრომდე მიუტანლობას და მკვდრადშობადობას.
  3. სალმონელოზის სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, ფაღარათი. იწვევს ორსულობის შეწვეტას.
  4. ბრუცელოზი – არაპასტერიზირებული რძით და ყველით, უმი ხორცით გადადის.

 

ორსულობის დროს წონაში მატება განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. (სმი)

სმი= წონა (კგ) / სიმაღლე (მ²)

სმი < 18,5 – წონის დეფიციტი. ორსულმა უნდა მოიმატოს 12,5-18კგ.

სმი 18,5-24,9  – ნორმა. წონის მატება 11,5-16კგ

სმი 25-29,9 – ჭარბწონიანობა . წონის მატება 7-11,5კგ

სმი 30=>  გაცხიმოვნება. წონის მატება 5-9 კგ.

გესტაციური პერიოდის თანამედროვე ნუტრიციული მხარდაჭერა მედიკო-სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია,ვინაიდან იგი განსაზღვრავს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მის განმტკიცებას.

თითოეული თაობის ჯანმრთელობას საფუძველი ეყრება

ბავშთა ასაკში, ამავე დროს პერინატალური პერიოდი განსაზღვრავს და აყალიბებს ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველა მის მომდევნო პერიოდში

 

 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები