ახალი ამბებიმსოფლიო

ФСБ აცხადებს, რომ თათარსტანში ISIS-ის ორგანიზაციის 2 წევრი დააკავა

ФСБ-ს განცხადებით, რუსეთში, თათარსტანში, სპეცსამსახურმა და პოლიციამ ერთობლივი ძალებით ISIS-ის ტერორისტული ჯგუფის 2 წევრი დააკავა. უწყება დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებენ, რომ ორივე რუსეთის მოქალაქეა.
დაკავებულებს ტერორისტულ სტრუქტურაში მოხალისეების მობილიზება და ტერორიზმის პროპაგანდა ბრალდებათ.

ჩხრეკის დროს პოლიციელებმა მათ საცხოვრებელ სახლებში ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები აღმოაჩინეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავეები ტერაქტის მოწყობასაც გეგმავდნენ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები