ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაციონალებს: „ჩაო“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნების შეჯამებისას განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერასდროს შეძლებს “მათი მეთოდებით ხულოში ნდობის მოპოვებას”. ის ოპონენტებს სიტყვით “ჩაო” დაემშვიდობა. ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში თქვა.

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, “შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო”.

“ხულოში შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი – ჩაო. ჩაო ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე დამშვიდობებას. იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნა, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ახლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დროა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 67%-ით ლიდერობს.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები