ახალი ამბები

არც ერთია მეფე, არც მეორე არის დედოფალი! ტახტი არ არის მაგრამ კამათობენ რაზე – ბრენდზე! : გაიოზ მამალაძე

გაიოზ მამალაძე : არც ერთია მეფე, არც მეორე არის დედოფალი! ტახტი არ არის მაგრამ კამათობენ რაზე – ბრენდზე
თემურ სამხარაძის საავტორო გადაცემა “სადღეისო საბრებში“ სტუმრად იყო, სამეფო კლუბის სპიკერი – გაიოზ მამალადზე და ჟურნალისტი მარი გულორდავა.გაიოზ მამალაძემ ახლად აგორებულ სამეფო დავაზე განაცხადა, რომ არც ერთი იყო მეფე და არც მეორე დედოფალი. მან თქვა, რომ ბაგრატიონებს შორის დავა მიმდინარეობს ქონებაზე და ასევე პასუხისმგებლობაზე. ამაზე კი მას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჩაეკითხა “ თუ არც ერთია მეფე და არც მეორე დედოფალი მაშინ რომელ პასუხისმგებლობაზეა დავა?“ ასეთ კითხვაზე კი გაიოზ მამალაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა. გაიოზ მამალაძემ ასევე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს ტახტის მემკვიდრე,სამეფო ოჯახის მეთაური – ეს ბრენდია. სადაც წახვალ პატივით შეგხვდებიან. აი ამისთვის კამათობენ ბაგრატიონები დღეს.

მოამზადა: ეკა სურმავამ

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები