ახალი ამბებიგართობაკულტურა

“არტ თაობა – 2019”

სტუდიის მოსწავლეები დასაჩუქრდებიან FRIXX-ის ჩიფსებით

• 25 მაისს, 16:00 საათზე ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში მოეწყობა სტუდია არტ თაობის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა

• სტუდია „არტ თაობის“ მოსწავლეები უკვე 7 წელია სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა -კონკურსში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ

• წელს, გამოფენას შეუერთდა მსოფლიო ხარისხის ქართული სნექების ბრენდი – FRIXX. კომპანია მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. „არტ თაობის“ მოსწავლეები დასაჩუქრდებიან ბრენდის მთავარი პროდუქტით, რაც ქართული კარტოფილით დამზადებული ჩიფსია

• 2014 წელს თურქეთში ქ. ალანიაში გამართულ ბავშვთა გამოფენა -კონკურსზე პირველი გრან პრი მოიპოვა სტუდიამ

• „არტ თაობა“ ფავორიტია მრავალი გამოჩენილი მხატვრის

• 2017 წელს “არტ თაობის” ოთხმა აღსაზრდელმა კორეელთა მიერ გამართულ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა -კონკურსზე მოიპოვა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზები, აიღეს გრან პრი და ასახელეს საქართველო

• არტ თაობა სისტემატურად მართავს შემაჯამებელ სემესტრულ ზამთრისა და ზაფხულის გამოფენებს, სადაც ყველა დაინტერესებულ და ხელოვნების მოყვარულ დიდს თუ პატარას შესაძლებლობა აქვს დაესწროს, ისიამოვნოს პატარების შემოქმედებით.

• დაათვალიერეთ და იმოგზაურეთ ბავშვების მიერ დანახულ შეცნობილ თუ შეუცნობელი სამყაროს გარშემო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები