ახალი ამბები

არსად ევროპაში , მათ შორის ავსტრიაში მედიცინა არ არის მომგებიანი ბიზნესი

რატომ ფიქრობს კერძო კლინიკა, რომ მისი მოგების თუ ხარჯების დაფარვაზე სახელწიფოა პასუხისმგებელი

მაია ცომაიას ბლოგი

შეგახსენებთ: ჰოსპიტალური სექტორი აპროტესტებს ჯანდაცვის სამინისტროს № 520-ე დადგენილებას და მოითხოვს დაუყონებლივ მოქმედების შეჩერებას.

მიუხედავად დიდი ხმაურისა კვლავ კომუნიკაციის დეფიციტია და  520-ე დადგენილება 21 ნოემბრიდან ძალაშია შესული.

პროცესს თვალს ადევენებენ უცხოეთში მოვაწე წარმატებული ექიმებიც და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს საჯაროდ სოციალურ ქსელებში.

გთავაზობთ ავსტრიაში მოღვაწე ექიმის ირმა კვიცარიძის მოსაზრებას. მე ვიზიარებ ქ-ონ ირმას ანალიზს, თუმცა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ფუფუნება ფლობდეს მუნიციპალურ საავადმყოფოებს. ჩვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მთლიანად კერძო სექტორზეა დამოკიდებული.  

 

-ვადევნებ თვალყურს ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ვუსმენ ყველას, პოლიტიკოსს, პაციენტს, კოლეგებს, ოპოზიციას და გუშინდელი გადაცემის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ჩემი აზრი გამოვთქვა (ნინო ზაუტაშვილის “რეალური სივრცე”)
ჩემი საკუთარი ისტორიით დავიწყებ. საქართველოში ყოფნის დროს ერთ ერთმა კლინიკების ქსელის მფლობელმა დასაქმება შემომთავაზა (ისე ცნობისათვის არ ვეძებ სამასხურს და არსად წასვლასაც არ ვაპირებ ავსტრიიდან ), ჯერ ჩემი აქაური ხელფასით დაინტერესდა , გაიგო რა.. სახე გაებადრადა ამაყად მითხრა: შენნაირ ექიმს ჩემთან სამჯერ მეტი ხელფასი აქვს ვიდრე შენ გაქვს ავსტრიაშიო. ჰმ, გყავს რომ საერთოდ ჩემნაირი ექიმი? და რის, ვის ხარჯზე ,ან რა გზებით აპირებ „ჩემმნაირებისათვის“ სამმაგი ხელფასის გადახდას? სწორედ აქედან დავიწყებ…
1. გადაცემა იყო მხოლოდ ემოციებზე აგებული და მცირე დეტალების გარდა საქმიანი საუბარი იქ არ შემდგარა, ერთ მხარეს მიეცა საშუალება ემოციებით მოეგო მაყურებლის გული, მეორე მხარეს იჯდა სახელმწიფო რომელსაც ფაქტიურად არაფერი არ ათქმევინა წამყვანმა, მეტიც მინისტრის აზრი , რომელსაც ასე ყველა ელოდა ფაქტიურად არ მოგვასმენინა.
2. სტუდიაში იმყოფებოდნენ ჩემი კოლეგები, ზოგიერთ მათგანს პირადად ვიცნობ, დასანაია რომ მათ ამ საკითხებზე უწევთ საუბარი და არა მათ პროფესიულ გამოცდილებაზე.
3. სახელმწიფომ გადაწყვიტა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმით საშუალება მიეცა მოსახლეობისათვის რომ მათი მკურნალობა დაეფარა კლინიკებში, რამაც საშუალება მისცა ბევრ ადამიანს წლების განმავლობაში არსებული ჯანმრთელობის პრობლემები მოეგვარებინა. ამ რეფორმის უკან დგას ბევრი მადლიერი ადამიანი, არა მარტო პაციენტები და მისი ახლობლები , არამედ ექიმებიც და თუნდაც კლინიკების მფლობელებიც. კლინიკები ფარავდნენ ხარჯებს და მეტიც -მოგებასაც იღებდნენ.
4. ამ რეფორმამ ბიძგი მისცა სამედიცინო ბიზნესის, განვითარებას, მომრავლდნენ კერძო კლინიკები …, კლინიკის ქსელები ( ეს კიდე ცალკე თემაა , იმედია სახელმწიფო ობიექტურად დაინტერესდება ევექსის ქსელის კლინიკების სისტემის შესახებ! )
5. და ამასობაში სახელმწიფო კლინიკები ფაქტიურად ჩაიძირა, არადა სახელმწიფო რესურსი / ბიუჯეტი უნდა ხმარდებოდეს პირველად სახელმწიფო სტრუქტურის განვითარებას და გაძლიერებას.
6. და ამასობაში სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკას ნაკლები ყურადღება დაუთმეს. არადა საუნივერსიტეტო კლინიკის სიძლიერე და ლიდერობა უნდა განსაზღვრავდეს ქვეყანაში წარმატებულ სამედიცინოს სისტემას. საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა ადგენდეს სტანდარტს, ხარისხს და ზრდიდეს სპეციალისტებს.
7. სამწუხაროდ საქართველოში ბევრი კერძო კლინიკა ატარებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს , რაც დაუშვებელია!
8. ერთიანი ტარიფი რასაც სახლმწიფო ადგენს, რასაკვირველია მიუღებელია კერძო კლინიკებისათვის, სადაც ჩემი სამმაგი ხელფასიც იყო ალბათ ჩადებული სახლმწიფო დაფინანსების ხარჯზე.
9. არსად ევროპაში , მათ შორის ავსტრიაში არ არის მედიცინა მომგებიანი ბიზნესი!
– იქნებ ამიხსნას ვინმემ, როგორ ახერხებს კერძო კლინიკა საქართველოსნაირ გაღლეტილ ქვეყანაში, სადაც პაცინეტს ფაქტიურად წამლის თანხის დაფარვის საშუალებაც არა აქვს უმეტეს შემთხვევაში, იყოს მომგებიანი?
– იქნებ აქვს ვინმეს პასუხი რატომ არის სააფთიაქო ბიზნესი ასე აყვავებული საქართველოში სადაც პაციენტი მხოლოდ ტაბლეტების ცალობით ყიდვას ახრეხებს?
– იქნექბ გაარკვია ვინემ რასთან გვაქვს საქმე საყოველთაო ევექსიზაციის დროს
– ან რატომ ფიქრობს კერძო კლინიკა რომ მისი მოგების თუ ხარჯების დაფარვაზე სახლწიფოა პასუხისმგებელი?
10. ვერანაირად ვერ გავანაწილე საქართველოში არსებული კლინიკების რაოდენობა , მოსახლეობის რაოდენობაზე. ერთ მშვენიერ დღეს ყველა რომ ავად გახდეს სამი მილიონი, ეგებ მაშინ დაგვჭირდეს ამ რაოდენობის საწოლები.
11. აქამდე რომ არ მივსულიყავით , სახლწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პარალელურად უნდა დაეწყო:
– პოსტსაუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების რეფორმა და სტანდარტიზაცია,
-აღსადგენია ექიმთა უწყვეტი განათლების ვალდებულება
– სახლმწიფო საუნივერსიტეტო და სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება, მკაცრი კონტროლი კერძო კლინიკებში სერვისების დაფინანსებაზე.
– არ უნდა დაეშვა კერძო კლინკების ქსელური სისტემა.
– სააფთიაქო სიტემის კონტროლი და იქაც სტანდარტიზაცია და ერთიანი ტარიფი
– სახლმწიფო სადაზღვევო სიტემის შექმნა
– სახლმწიფოს უნდა გამოეყენებინა ანტიმონოპოლიური კანონი
ერთიანი ტარიფის შემოღება სწორი ნაბიჯია, თანმიმდევრული ეტაპებით.

იქ, სადაც მე ვმუშაობ და სამჯერ მეტი ნაკლები ხელფასი მაქვს ვიდრე საქართველოში მექნებოდა…
კლინიკების 70% არის სახელმწიფო, ყველაზე ძლიერია სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკები, რომლებიც დებს სტანდარტს, აკეთებს ხარისხის კონტროლს და ზრდის მომავალ თაობას, აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს.
არსებობს კერძო კლინიკების მცირე რაოდენობა, სადაც სახელმწიფო ფარავს ხარჯების მხოლოდ დაწესებული საყოველთაო ერთიანი ტარიფის მიხედვით, ხრჯების სხვაობას ფარავს კერძო დაზღვევა ან თავად პაციენტი.
სამედიცინო ასოციაციები ზრუნავს განათლების ხარისხის კონტროლზე, რაც შეეხება ტარიფებს ამას ადგენს სამინისტრო სახლმწიფო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად.
ასეთ სისტემაში როგორც ექიმს მაქვს საშუალება ვიყო კონცენტრირებული პაციენტზე, თვითგანვითარებაზე და მეცნიერებაზე. არ მჭირდება ვიცოდე არც დოლარის კურსი და არც მასალისა თუ სერვისების ფასი. ავსტრია ტერიტორიით მცირედით აღემატება საქრთველოს, ცოვრობს 8 მილიონზე მეტი ადამიანი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიწასთან იყო გასწორებული. დღეს ერთ ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა წლიდან წლამდე იზრდება.
ჩემი აზრით ველოსიპედის მეორედ გამოგონება საჭირო არაა.
გისურვებთ წარმატებებს.” 👏👏

 

 

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები