ახალი ამბებიპოლიტიკა

არჩევნები, კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა – ამერიკელი დიპლომატების მკაცრი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას

ვაშინგტონის მშვიდობის ინსტიტუტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და დიპლომატები ესწრებოდნენ. „კურიერთან“ ინტერვიუში მათ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს, ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, რომელიც საქართველოს აქვს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის არჩევნები დასავლური სტანდარტებით ჩატარდეს.

„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები საქართველოს ყველა მეგობარი ეუთოს წევრი ქვეყნის სახელით. საქართველოში 2020 წელსაც არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის იმის საჩვენებლად, რომ ის მოქმედებს იმ ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, რომლისკენაც ისწრაფვის. ესენია ევროკავშირი და ნატო.“- განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

დიპლომატი უილიამ კორტნი, რომელიც ამერიკის ელჩი იყო საქართველოში, უმთავრეს გამოწვევებად კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებს.

„კანონის უზენაესობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის ინტეგრირებისთვის, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად. საქართველომ ბევრად ნაკლები ინვესტიცია მიიზიდა, რადგან კანონის უზენაესობა ძლიერი არ არის და სასამართლოს სისტემას არ აქვს საჭირო ინტეგრირებულობა. ალბათ, ეს საკითხები ნომერ პირველია.”-განაცხადა უილიამ კორტნიმ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები