ახალი ამბებიპოლიტიკა

არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია

სასტუმრო შერატონში დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემაც საარჩევნო სისტემა იქნება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მას ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური არჩვენების ჩატარება ვერ მოხერხდება, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.

“არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, იქნება რაღაც ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა. ანუ არჩევნებში მიაღწიონ იმისთანა შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით, თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება იმიტომ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ზაფხულში გაცემული დაპირების შესრულებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამ მიზნით წინა შეხვედრებზე ოპოზიციამ მმართველ გუნდს არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებაც შესთავაზა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები