ახალი ამბებისამართალი

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მოზარდს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მოზარდს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. დ.ღ.-ს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ის ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები