ახალი ამბები

არა მონობას! არა შიმშილს!

უკანსკნელი წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან და გამომდინარე, საზოგადოებრივი განწყობები უკიდურესად ნეგატიურია არსებული პოლიტიკური ელიტის თუ მმართველის ძალების მიმართ !
საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი სამშობლოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილ თანამოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის რომ ათასობით ბავშვი შიმშილობს, რომ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები, და რომ ქვეყანა სოციალური კოლაფსის პირასაა.
ახლახანს კი გავრცელდა საზარელი ცნობა იმის შესახებ, რომ 15 წლის მოზარდმა, შიმშილის გამო თავი მოიკლა… აღნიშნულ შოკისმომგვრელ ფაქტს მეზობლები და მოხარდის გარემოცვა არ უარყოფს.
ზემოთ აღნიშნული ტრაგედია ის ზღვარია, რომელზეც დუმილი, ადამიანური დანაშაულია.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას; დიასახლისებს, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომ ერთად გავაპროტესტოთ, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება !
პარტიული პროტესტის მიღმაც, გვაქვს უფლება ამოვიღოთ ხმა და კორუფციის ჭაობში ჩაძირულ ხელისუფალს, ერთად ვუთხრათ – არა მონობას ! – არა შიმშილს !

აქციის ორგანიზატორი კი არის აკა ნუცუბიძე

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები