ახალი ამბებიპოლიტიკა

“არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურამ დადებული პირობა შემაჯამებელ გადაწყვეტილების დადებასთან დაკავშირებით არ შეასრულა.

როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ პარლამენტი შეცდომაში შეიყვანა.

“არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ. 6 მაისს იყო პირობა დადებული პარლამენტთან შეთანხმებით, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდნენ თემირლანის საკითხთან დაკავშირებით. გამოდის, რომ პროკურატურამ შეიყვანა პარლამენტი შეცდომაში და შემაჯამებელი არ დაიდო. გავიდა უკვე ორ თვეზე მეტი, პასუხი არანაირი არ არის, გამოძიება არ არის, უბრალოდ ხდება დროის გაწელვა. ამ ხელისუფლების პირობებში არ იტყვიან, რომ ჩვენ დავაშავეთო. ამას გარდა, იქ შიგნით, ხელისუფლებაში, იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფოს შეცდომის აღიარების გარდა, ყველაფერზე წავლენ. ესენი არიან გაყიდული არარაობა, პროკურატურასაც, პარლამენტიც, შს სამინისტროც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ესენი ჩემთვის არიან ერთი ნაგავი, რომელიც იხარშება რუსეთის მონობაში. გააგებინეთ ხალხს, რომ მე არ ვარ ტერორისტის მამა, თემირლანი არ ყოფილა არათუ ტერორისტი, არამედ ეჭვიმტანილიც კი და აღიარონ, რომ მათ შეეშალათ ბინა. აი ამას მოვითხოვ” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები