ახალი ამბებიპოლიტიკასამართალი

„არ ვაპირებ, რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა, რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ გაჩნდეს“

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრიც ესწრება, თუმცა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და არც კანდიდატებს დაუსვამს კითხვებს.

„არ ვაპირებ, რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ გქონდეთ, როგორც აქამდე იყო, რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ გაჩნდეს, აბსოლუტურად თავისუფლად, ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, გადაწყვეტილების მიღების საშუალება და საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს აზრი, რომელიც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი“,-განაცხადა წულუკიანმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები