ახალი ამბებიპოლიტიკა

არ გაუვა ივანიშვილს ქართველი ხალხის გადაგდება – ზაალ უდუმაშილი

ერთად ერთიდ წინააღმდეგ – ბათუმში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ტყუილს აპროტესტებენ და არჩევნების პროპორციული გზით ჩატარებას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ხალხი არ დაუთმობს ბიძინა ივანიშვილს და აუცილებლად შეასრულებინებს მას დანაპირებს. მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები არ დარჩება სხვა დაპირებების მსგავსად დაპირებად.

„გზავნილი არის, რომ ივანიშვილს არ გაუვა ქართველი ხალხის გადაგდება. ხომ არ გვინდა კოსმოსიდან ჩამოსული მოთხოვნები – შეასრულოს ივანიშვილმა ის, რასაც დაგვპირდა. ოღონდ ეს ისეთი დაპირება არაა, როგორც ასი ქარხანა. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ყველა დაპირება საპნის ბუშტივით სკდებოდა. მაგრამ ეს დაპირება ასეთი არაა – ეს დაპირება ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს. ამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაიზარდა მუხტი და ზეწოლა პარტნიორებისგან. ეს უკვე აღარ არის წითელი ბარათი – ეს ნიშნავს ივანიშვილის გაძევებას მოედნიდან. უკუთვლა უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები