ახალი ამბებიექსკლუზივიმაია ცომაიამედიცინამსოფლიო

არ არსებობს არცერთი პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსის სამკურნალოდ “გამიზნულად” გამოდგება

ვინ აგებს პასუხს ამ მედიკამენტის არასწორი მოხმარების პირველ მსხვერპლზე?

მედიაში დასახელებული “პლაქვენილის” თვითნებური გამოყენება დაუშვებელია

მაია ცომაიას ბლოგი

 გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“  ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. გუშინვე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ექსპერტების რჩევის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ აშშ–ის FDA–მ გუშინ დაამტკიცა, ჩვენ თვენახევარია, ვიყენებთო….

ინტერვიუ ირმა კვიცარიძესთან

ირმა კვიცარიძე-ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ-ს საპატიო დოქტორი

 

-ქ.ნ ირმა, ავსტია ის ქვეყანაა, სადაც ყველა ინსტიტუცია, განსაკუთრებით სამედიცინო, გამართულად მუშაობს, მიუხედავად ქვეყანაში დროულად და თანმიმდევრულად განხორციელებული ვირუსთან ბრძოლის გეგმისა, მაინც არაა სახარბიელო კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა

-ავსტრია არის ტურიზმისა და ტრანზიტის ქვეყანა, ასევე პანდემიის დროს მნიშვნელოვანი პუნქტი და მოთხოვნაა ხელსუფლებების მიმართ, დააბრუნონ მათი მოქალაქეები სამშობლოში. გლობალიზაციის ეპოქაში ევროპელები, მათ შორის ავსტრიელებიც მუშაობენ მთელ მსოფლიოში. ისინი დაბრუნდნენ ავსტრიაში. ასევე ავსტრიამ, იანვრის შუა რიცხვებიდან, გააუქმა ფრენები ჩინეთთან, ფაქტობრივად ჩაკეტა საზღვარი. ამ გადმოსახედიან ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა ყველა სხვა ქვეყანასთან საზღვრების დროული ჩაკეტვა, თუმცა როგორც მოგახსენეთ ავსტრიას, როგორც ტრანზიტის ქვეყანას ვალდებულებები აქვს მეზობელ ქვეყნებთან, ამიტომ ამის ასე სწრაფად გაკეთება ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება ვირუსთან (ეპიდემიასა თუ პანდემიასთან) ბრძოლის გეგმას, ეს დროულად ამოქმედდა, სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი დაავადებული გვეყოლებოდა.

-თქვენი აზრით, რის გაკეთება დაგვიანდადა რა კეთდება ამჟამად მის გამოსასწორებლად?

-სიტყვა დაგვიანდა„-, თუ ნებას მომცემთ ავსტრიის შემთხვევაში, ბრჭყალებში ჩავსვამ. როგორც ზემოთ აღვნიშნე არის ფაქტორები, რაც უკვე ქვეყანას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში აფერხებს. რასაკვირველია, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, სწრაფად საზღვრების ჩაკეტვა კარგ შედეგს მოგვცემდა, თუმცა ვირუსისაგან სრულად სტერილურ რეგიონად ვერ დაგვტოვებდა. კეთდება ის, რომ დროულად გამოცხადდა საგანგებო მგომარეობა. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება სხვადასხვა ვითარებაში და თითოეულ მათგანს აქვს ამის პირობა. მაგალითად, ომის დროს სხვა სახის საგანგებო მდგომარეობა მუშაობს, ვიდრე პანდემიის დროს და ა.შ. აქვე მინდა აღვნიშნო, პანდემიის საგანგებო მდგომარეობის დროს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლი: ხელისუფლება, მეოთხე ხელისუფლება- მედია საშუალებები, გამართული სამედიცინო და სოციალური სისტემა, რაც მთავარი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობაა. მათი სინერგიული მუშაობა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

-რა გაკეთდა ავსტრიაში?

ჩაიკეტა საზღვრები, ხდება მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება არსებული მედია-საშუალებით (თითოეულ მათგანს მათი მსმენელ-მაყურებელი ყავს), სამედიცინო სისტემა მომზადდა პანდემიის გეგმის მიხედვით, დაიხურა ყველა საწარმო, მაღაზია (არ დახურულა მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები და ბანკები) და რაც მთავარია, სახლმწიფომ გამოყო 38 მილიარდი ევრო სარეზერვო ფონდიდან, რათა არ გაღარიბდეს მოსახლეობა, ყველამ მიიღოს კუთვნილი ხელფასი და არ გაკოტრდეს საწარმოები.

-ქ.ნ ირმა, მუდმივად ხართ ჩართული მშობლიური ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში, სატელევიზიო ჩართვებისვიდეორგოლებისა და სტატიების სახით გვიზიარებთ გამოცდილებას და გვაძლევთ რეკომენდაციებსაც.

როგორ შეაფასებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიასა და გეგმას

თქვენი აზრით, რა არის კიდევ აუცილებლად გასაკეთებელი?

-დაიხ,არა მარტო ამჟამად, არამედ მუდმივად ვადევნებ თვალს ჩემ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. სამშობლო არის ჩემთვის ადგილი, სადაც (80 წელს გადაშორებული) ჩემი მშობლები ცხოვრობენ, სადაც ჩემი და-ძმა მისი ოჯახია, ისინი ექიმები არიან, ასევე ჩემი ახლობლები და მეგობერები… თავიდან იყო ძალიან მსუბუქი მიდგომა, მახსენდება, როგორ დაგვამშვიდეს, რომ აეროპორტებში ოთხ სხვადასხვა ენაზე ბანერებს დადგამდნენ მგზავრებისთვის და ფაქტობრივად, ქვეყნის უსაფრთხოებას მგზავრების კეთილსინდისიერებზე ტოვებდნენ, ამას მოჰყვა ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ექიმების მწვავე რეაქცია და მეოერე დღეს გადაწყდა, რომ აეროპორტების გარდა, სახმელეთო საზღვრებიც მიემატებოდა ჩამონათვალს და  ჩვენი ქართველი კოლეგები გაგზავნეს ფრონტის წინა ხაზზე, მწირი აღჭურვილობით. თითქმის ყველაფერს, რასაც აქედან ვაპროტესტებთ ან მივუთითებთ, მართალია ცოტა გაღიზიანებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ მეორე ან მესამე დღეს კეთდება, რაც კარგია…გასაკეთებელია ის, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სახელმწიფოებრიობა ეკლესიასთან მიმართებაში. ვიცი ეს, დიდ აზრთასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ, როცა პანდემიაზე ვსაუბრობთ, რაც 3-მილიონიან საქართველოში, განსაკუთრებით ნაციონალურ უსაფრთხოებას დონეზე უნდა იყოს აყვანილი, მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. მახენდება ერთი ანეგდოტი-კაცი წაყალში ჩავარდება და ღმერთს თხოვს შველას, ზეციდან კი მამაზეციერი გადმოსძახებს – ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ასეთი სიტუაციაა ახლა, ამით რწმენას არავინ გვართმევს, რაც ალბათ ამ დროს მნიშვნელოვანია. ასევე, საველე კლინიკის მოწყობა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამის საუკეთესო გამოცდილება სამხედროებს უნდა ჰქონდეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნატოს წვრთნებშიმიუღია მონაწილეობა.  განსაკუთრებით მოვუფრთხლდეთ მედპერსონალს! ვფიქრობ, ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, ახლა დრო ფასდაუდებელია, ვირუსი გვიტევს წამების ინტერვალით, ამიტომ სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ სწრაფად. ჩვენ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ერთმანეთის შეცდომების გათვალისწინებით. კიდევ განვმეორდები, ბოლო ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევის წინ დადგება ამ პრობლემას საუკეთესოდ გაართმევს თავს.

-ქ.ნ ირმა მთელი მსოფლიო ელოდება ვაქცინასრომელიც ამ ვირუსის დამარცხებას შეძლებსვრცელდება ინფორმაციებირომ ვაქცინა სულ მალე იქნება მზად. როგორც ვიცი ნებისმიერ ახალი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულკლინიკური კვლევები დიდი დროს მოითხოვსთითქმის წელიწადს…

-რაც შეეხება ვაქცინას, ვეყრდნობი რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის გაკეთებულ განცხადებას, რაც ლოგიკურია და ამას ამბობს ის ინსტუტი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ეს საქმე. ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, ამას სჭირდება დაახლოებით 2 წელი. ამას თავისი ნაბიჯები აქვს, რაც დროს მოითხოვს, მიუხედავად 24 საათიანი უწყვეტი მუშაობისა. მანამდე კი, უნდა შევძლოთ იზოლაციით დაავადების ჯაჭვის გაწყვეტა, რაც ახალი დაავადებების გავრცელების შემცირებას ნიშნავს. ჩვენს რეზერვებს უნდა მოვუფრთხილდეთ, ვგულისხმობ მედ-პერსონალს. რობერტ კოხის ინსტიტუტმა გვითხრა ასევე, რომ 1 წელი გასტანს, ვიდრე მოსახლეობის 60 70% დაავადდება, მოხდება დროებითი და არა მუდმივი იმუნიტეტის გამომუშავება, ესეც გარკვეულად შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას.

-ვრცელდება ინფორმაციაც , რომ ამ ვაქცინას ჩინეთი შემოგვთავაზებს სულ მალემიჩნდება გონივრული და საფუვლიანი ეჭვი იმისარომ ჩინეთი კარგად იცნობდა ვირუსის ამ ტიპსდა ვაქცინაზეც დიდი ხნის წინ დაიჭირა თადარიგი…

-მე არ ვიცი ჩინეთი რას შემოგვთავაზებს, ამაზე ჩემი აზრი მაქვს. თუ დავაკვირდებით ქრონოლოგიას, როგორ განვითარდა მოვლენები, შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი იცნობდა ამ ვირუსს, მათ სიტუაციის კონტროლი “გაექცათ”, კარგა ხანს არ გაამხელდნენ ამ ამბავს, ინფორმაციას რომ არ გაეჟონა. და ამას უნდა ვუმადლოდეთ ჩინელ კოლეგას დოქტორ ლი ველიანგს. ჩემი აზრით, ის უნდა დასახელდეს წლის ექიმად! რატომ ვფიქრობ, რომ ჩინეთი იცნობდა ამ ვირუსს? – იმიტომ, რომ სწორედ ის ნაბაიჯები გადაგა პირველადვე, რაც ამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი ერთადერთი გზაა. ჩაკეტა ქალაქი და რეგიონი, სამხედროები დააყენა, არავის უშვებდნენ იქედან, სასწრაფო წესით გააშენა საველე ჰოსპიტალი. არ დაუშვა ამ ვირუსის შეშვება არასპეციალიზირებულ კლინიკებში. ახლა კი ჩინელი ექიმები მისიონერებივით დადიან სხვადასხვა ქვეყნებში და გამოცდილებას გვიზიარებენ. მართალი გითხრათ, მე ეს ერთგვარი შოუ მგონია. დიგიტალური კომუნიკაციის ეპოქაში მსგავსი მისიები შოუს გარდა გარკვეულწილად ჩინეთის სახელმწიფოს დანაშაულის ე.წ გამოსყიდვას უფრო გავს, ვიდრე იმას, რომ ექსპერტები გვეხმარებიან.

 –ქ.ნ ირმა, გუშინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ აშშ–ის FDA–მ გუშინ დაამტკიცა, ჩვენ თვენახევარია, ვიყენებთო….

-პრეპარატს რაც შეეხება, არ არსებობს არც ერთი პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსის სამკურნალოდ “გამიზნულად” გამოდგება. ექიმები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ვინც ამ პრეპარატით მოარჩინა პაციენტი, სხვამ მეორით. ამა თუ იმ პრეპარატით მორჩენილი პაციენტების რაოდენება ძალზე მცირეა, რომ დასკვნა გავაკეთოთ პრეპარატის ვარგისიანობაზე.  ბევრს საუბრობენ ე.წ მარსელის მეთოდზე, მონაცემები ეყრდნობა 37 პაცინტს, ეს რაოდენობა მწირია იმისათვის, რომ თქვა, რამდენად კარგია მკურნალობის მეთოდი. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის განაცხადებები არასერიოზულია. ასევე მოვისმინე პროფესორ ცერცვაძის ინტერვიუ, რომ პრეპარატი პლაქველინი სასწაულმოქმედია, რომ ქართველი მედიკოსები, ვიდრე ამას სხვა გაიგებდა და ეს სხვა ამერიკაა, უკვე მას იყენებდნენ. არა ბატონებო, მედიკამენტი დიდი ხანია არსებობს და ბევრი ქვეყნის ექიმები ამ პრეპარატს იყენებან სამკურნალოდ და უნდა აღვნიშნო, რომ არა მსუბუქი ფორმებით დაავადების დროს, არამედ უკვე გართულებულ შემთხვევებში, რამეთუ პრეპარატს აქვს მძიმე გევრდითი მოვლენები, რაც მხოლოდ სტაციონარულ პირობებში უნდა კეთდებოდეს!  აქვე განვმარტავ, რომ ასევე გამოიყენება სახვადასხვა პრეპარატი, თუმცა არავინ იცის რომელია უკეთესი სამკურნალო საშუალება. ამერიკამ პრეპარატი კი არ აღმოაჩინა ბატონებო, არამედ დაუშვა მისი პაციენტებზე დაკვირვების უფლება, ისიც დიდი კონტროლითა და ეთიკური კომისიის დაკვირვების ქვეშ. (აქ იგულისხმება: ამ პრეპარატის გამოყენება კორონა ვირუსით დაავადებულებზე). ასე ხდება ეს ევროპაშიც. გამოდის, რომ ისინი იყენებენ პრეპარატს, რაც ფაქტობრივად ექსპერიმენტია! ერთი საშიში ტენდენცია გამოიკვეთა ჩემს სამშობლოში, რაც ვფიქრობ, უფრო საშიშია, ვიდრე კორონა ვირუსი. გაჩნდა მოწოდებები, რომ ქართველი ექიმები ყველაზე მაგრები არიან, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო და ასევე, ექიმების მიერ, მედია-საშუალებებით სახელდება პრეპარატების სახელწოდებებიც. ესეც საშიშია! ადამიანებმა არ იციან როგორ და რა შემთხვევაში უნდა მიიღონ ეს პრეპარატები. საქართველოში, აფთიაქში შესაძლოა შეზღუდვის გარეშე ბევრი პრეპარატის ყიდვა. ვინ აგებს პასუხს ამ მედიკამენტის არასწორი მოხმარების პირველ მსხვერპლზე?

სამწუხაროდ ჯერ ყველაფერი წინ არის, ზეიმის დროც დადგება, თუმცა ჯერ ადრეა… 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close