ახალი ამბებიბიზნესიმსოფლიო

Apple-ს კაპიტალმა 1 ტრილიონს გადააჭარბა

Apple პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალმა 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

კომპანიამ ნიშნული 31 ივლისს გადალახა, როდესაც მისმა აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, 208 დოლარს მიაღწია.

Amazon-ის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 900, ხოლო Microsoft-ის კი 800 მილიარდია.

Apple-ს მიერ ამ ადგილის დაკავება აიფონ X-ისა და 8-ის დიდი რაოდენობით გაყიდვამ განაპირობა. ბოლო წლები Apple-სთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. კომპანიას 285 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის რეზერვების სახით აქვს. 2017 წელს კი მისი სუფთა მოგება 49 მილიარდი დოლარი იყო.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply