ახალი ამბებისაზოგადოება

აფეთქება ნატანებში – საზოგადოებრივ ცენტრს თავს მეორედ დაესხნენ

წუხელ, გვიან ღამით, ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა. უცნობებმა შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ააფეთქეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ თანხის წაღება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებული ერთი თავდასხმაც არ არის.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და “ლიბერთი ბაკის” წარმომადგენლები.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები