ახალი ამბებიპოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტზე – პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ

ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ და პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, რომელმაც განაცხადა, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება.

„მოვისმინე კომენტარი, თითქოს 3 კვირაა კანონი ინიცირებულია და არ განიხილება. იურიდიულ კომიტეტს ეს საკითხი დაეწერა 11 თებერვალს, შესაბამისად, ერთი კვირა არის გასული და მესამე კვირა საიდან აითვლება ვერ გეტყვით. მე ასევე მოვისმინე კომენტარი, რომ გაჭინაურება ხდება ამ კანონპროექტის განხილვისო, არავის აქვს სურვილი გავაჭიანუროთ განხილვა, საჯაროდაც შემოგთავაზეთ, ბატონმა გედიმ დამირეკა და მასაც შევთავაზე მზაობა, რომ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. საჯაროდ გითხარით, კაჭრეთში ვიკრიბებით და იქ განვიხილოთ ეს საკითხითქო. ეს შემოთავაზება ძალაშია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ და პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ. დაჩქარება თუ იქნება საჭირო, ასეც ვქნათ, თუმცა ვიმსჯელოთ, გავიაროთ გუნდის შიგნით ეს საკითხი და ისე წარვსდგეთ კომიტეტის წინაშე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას – 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები