ახალი ამბებიმსოფლიო

ამერიკის პოლიცია ფეისბუქის დახურული ჯგუფის შესახებ ატარებს გამოძიებას

ამერიკის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს საიდუმლო ფეისბუქის ჯგუფის შესახებ, სადაც სასაზღვრო საპატრულოს წევრები, სავარაუდოდ, რასისტული და სექსისტური ხუმრობებს პოსტავდნენ მიგრანტების შესახებ.
კერძო ჯგუფს დაახლოებით 9 500 წევრი ჰყავდა, მათ შორის ყოფილი და საზღვრისპირა პატრულირების აგენტები. ზოგი დამცინავი პოსტი არის მიგრანტების გარდაცვალების შესახებ, ზოგიერთი კი კონგრესის ლათინო წარმოშობის წევრის შესახებ.
სასაზღვრო საპატრულოს ხელმძღვანელმა პოსტებს “სრულიად შეუსაბამო” უწოდა.
“ნებისმიერი თანამშრომელი, რომელმაც დაარღვია ჩვენი ქცევის ნორმები, აგებს პასუხს”, – განაცხადა კარლა პროვოსმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები