ახალი ამბებიმსოფლიო

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლიდან 500 000 დოლარი მოიპარა და კაზინოში წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მონაზვნებმა – მერი კროიპერმა და ლანა ჩანგმა ფული სკოლის საგანმანათლებლო ბიუჯეტიდან აიღეს. ისინი ახლახან გავიდნენ პენსიაზე და თავიანთი დანაშაული აღიარეს.

მერი კროიპერი სკოლის დირექტორი 29 წელი იყო, ხოლო ლანა ჩანგი – მასწავლებელი. გავრცელებული ცნობით, ისინი ფულს რამდენიმე წლის განმავლობაში იპარავდნენ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები