ახალი ამბებისამართალი

„ამათ მგონი რეალური მელია ვგონივარ.. სამაჯურზე დამიკავშირდებიან, ან ფეხზე იქნება, ან ხელზე“

„ამათ მე მგონი მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. სამაჯურზე დამიკავშირდებიან, ან ფეხზე იქნება, ან ხელზე. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი” , – განაცხადა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მის მიმართ დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდა – ის საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაც ეკრძალება.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები