ახალი ამბები

ამას აჭმევს თავის შვილებს?

ამჯერად უკვე სხვა რამეები მეფიქრება

ამას აჭმევს თავის შვილებს?

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის ბაღებიც. თბილისის მერიის ინიციატივით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლებს შესაძლებლობა მიეცათ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვები სახლში მიეღოთ.

ჟურნალისტმა მარიამ გონაშვილმა საჯაროდ გამოაქვეყნა იმ პროდუქტის, კონკრეტულ შემთხვევაში კარტოფილის ფოტო, რომლის ვარგისიანობასა და ხარისხზე ანალიზი თქვენთვის მოგვინდია!

მარიამ გონაშვილი:

-ბაღებში სულ ასეთ კარტოფილს აჭმევენ ჩვენს შვილებს თუ ეს მხოლოდ სახლში გამოსაგზავნად “შეარჩიეს”? და ეხლა ვინმეს არ მოუვიდეს აზრად, ამიხსნას, რომ უსასუქოა და კარგია და ასე შემდეგ. ხო, კიდევ, ეს მეორე გზავნილია, პირველი უარესი იყო, უარესის წარმოდგენაც თუ შეიძლება და ვიფიქრე, რომ ნუ ყველაფერი ხდება და ასე შემდეგ… ამჯერად უკვე სხვა რამეები მეფიქრება

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2879665048736658&set=a.605766416126544&type=3&theater

– არ ვარ ჩასაფრებულ პოზიციაში არასდროს არავის მიმართ, კაცი გამოვიდა და თქვა, ზოგი ოჯახისთვის ბავშვის სრულფასოვნად გამოკვებაც პრობლემაა,ბაღი ამ ფუნქციასაც ასრულებდა და საჭმელი სახლში გაატანეთ, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთო. ასე წარმოუდგენია მას ან ვინმეს სრულფასოვანი კვება? ამას აჭმევს თავის შვილებს? არ ვიცი ვინ არჩევს ამ პროდუქტს, მაგრამ ჩემთვის სულერთია კარტოფილის შერჩევაში აქვს “გაჭედვა” თუ კარტოფილის შემრჩევი კადრების შერჩევაში?!

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები