ახალი ამბებიექსკლუზივი

ალექსანდრე კობაიძე : პატიმრებს შეუზღუდავად მოინახულებთ

უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ, თავის გუნდთან ერთად ახალი ორგანიზაცია დააფუძნა : “საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანუი ეკლესია ” ბიბლიური მზრუნველობა ” .

ალექსანდე კობაიძე : ” ბიბლირი მზრუნველობა ” წარმოადგენს რელიგიურ გაერთიანებას და განეკუთვნება პროტესტანტულ მიმდინარეობას.ორგანიზაციის მიზანია, მშიდობიანი გარემოს შექმნა და ტოლერანტობის გავრცელება – დამკვიდრება , იმ ადამიანებისთის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების რთული ეტაპის მნიშვნელოვან მდგომარეობაში იმყოფებიან, ესენი არიან მსჯავრდებულები და პატიმრები. მათ მეტი დახმარება და თანადგომა ესაჭიროებათ, როგორც საზოგადოებისგან,ასევე იმ პირებისგან და ორგანიზაციებისგან , ვისაც კონკრეტული შეხება აქვს მათ პრობლემასთან და ტკივილთან.

აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებაში,ბალანსის აღდგენა. პატიმრებისა და მათი ახლობლების სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა, რათა მოხდეს მათი რესოციალიზაცია. ამ ბიუროკრატიულ სისტემაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, პატიმრებს გაუმარტივოთ ყოფა,მეტი ურთიერთობებით და ჩართულობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნებისმიერი პირის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლას და მისთვის სასურველი პატიმრის მონახულებას, რაც შეუმსუბუქებს და გააღრმავებს ორივე მხარის კავშირებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები