ახალი ამბები

„ახლა პოსტივი ავრცელებს ტიპმა როგორ დააყაჩაღა მაღაზია კუსაჩკით, ქოცებო, რით ვერ მიხვდით, რომ თქვენზე გამჭრიახები ვართ?“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა დღეს მაღაზიის დაყაჩაღებისა და მძევლის აყვანის მცდელობისთვის დააკავეს.
„ვინმე ნოდარ რაფავა, რომელზეც მომენტალურად მივხვდით რომ პროვოკატორია და აქციიდან გაშვებას ვცდილობდით – ირაკლი მივიდა. შიმშილობას ვიწყებ, ამაღამ აქ უნდა დავრჩე და ხვალ პირველი სიტყვა ვთქვაო. ფოტოები გადავუღე, რომ დამემახსოვრებინა (ყველას ვუღებ, ვინც საეჭვოდ მეჩვენება).
ირაკლი მივიდა და პოლიციას და სასწრაფოს ჩააბარა – მერე შოთა დიღმელაშვილს უთხრა, ეს ტიპი არ მომწონს და გამოაცხადე, რომ პოლიციაა მასზე პასუხისმგებელიო. აი რომ იწვიმა, იმ ღამით ხდებოდა – კანცელარიამდე მსვლელობის წინ, აქცია უკვე დასრულებული იყო. ახლა პოსტივი ავრცელებს ამ ტიპმა როგორ დააყაჩაღა მაღაზია კუსაჩკით. აშკარად ეს არის ქოცებო, რით ვერ მიხვდით, რომ თქვენზე გამჭრიახები ვართ? დაგიძველდათ და დაგიჩლუნგდათ ეგ შალვა რამიშვილი – გაუვიდა ყავლი. გადააგდეთ. ტყუილად უხდი ბიძინა მაგას.“- წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები