ახალი ამბები

ახალციხეში მეზობელმა ორი მამაკაცი ნაჯახით დაჩეხა

ახალციხეში მეზობელმა ორი შუახნის მამაკაცი ნაჯახით აჩეხა. მოხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.
„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს” – განაცხადა ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები