ახალი ამბებიმსოფლიო

ახალი კუნძული დანიის სანაპიროზე

სამი წლის განმავლობაში 2015-2018 წლებში დანიის სანაპიროზე ბალტიის ზღვაში 11 ახალი კუნძული აღმოაჩინეს.

„საბოლოო ჯამში, დანიის ბუნების დაცვის სააგენტომ დააფიქსირა 11 ახალი კუნძული 2015-2018 წლების მიჯნაზე.“- ამის შესახებ, 6 მარტს დანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ცნობილია, რომ 11 კუნძული ძირითადად ქვიშისგან შედგება და საერთო ფართობი 63 ჰექტარს აღემატება.

მეცნიერების ახსნით, ახალი კუნძულები ზღვაში ნიადაგის ეროზიის შედეგად წარმოიქმნება, სადაც ნიადაგი იშლება და ზღვის ნაკადს უერთდება. როდესაც წყლის ნაკადი იკლებს, მიწა გროვდება და მაგრდება, ამის შედეგად კუნძულები ძაფზე აწყობილი მარგალიტებივით მწყობრში დგებიან.

დანიის ლანდშაფტი მუდმივად იცვლება წყლის დინების გამო, ამასობაში ახალი კუნძულების შექმნისას, ძველები იკარგება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები