ახალი ამბები

“ახალი ინოვაცია თბილისში რესტორანი “ცაში” 50 მეტრზე”

რესტორანი “ცაში” კოჯორში „ბიოლის” ცენტრში 15 მაისს გაიხსნება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შემდეგ „ცაში“ ვახშმობა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. მსგავსი ობიექტი 70 ქვეყნის დიდ ქალაქაქებშია გახსნილი და შემდეგი საქართველოა სადაც კვების ობიექტი 15 მაისს თბილისში გაიხსნება და ვახშმობა ცაში 50 მეტრზე 22 სტუმარს უმასპინძლებს. სტუმრები შეძლებენ სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ვახშმობას. როგორც ცნობილია მაგოდების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.

მენიუს ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდე იქნება.
კომპანიის ვებ გვერდის ინფორმაციით თბილისის გარდა სერვისი მალე ბათუმშიც ამოქმედდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცაში“ ვახშმობა უსაფრთხოა. ღია სივრცის მიუხედავად იქ მოწევა აკრძალული იქნება. შეუძლებელია საპირფარეშოთი სარგებლობა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები