ახალი ამბები

ახალი ღვინის ფესტივალი 2019-უამრავი სიახლე და სიურპრიზები

11 მაისს, მთაწმინდის პარკში გაიმართება რიგით მე-10  “ახალი ღვინის ფესტივალი 2019”

მაია ცომაიას ბლოგი

წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს 10 წელი სრულდება კლუბის დაარსებიდან.

წელს” საქართველოს ღვინის კლუბი” იუბილესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დააგემოვნებთ და მოგეწონებათ.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია

ფესტივალის   მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები