ახალი ამბები

ახალგაზრდა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი – აკა ნუცუბიძე ფეისბუქის პირად გვერდზე, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ეხმიანება

ასეთ საქართველოში გაღვიძება ნამდვილად არ მინდა, თქვენ აზრზე ხართ ხალხო? 15 წლის ბავშვმა თავი მოიკლა იმის გამო რომ შიოდა, ის “სახელმწიფო”, სადაც ბავშვს შიმშილით კლავენ მომავალი აქვს? ალბათ რამდენს გაქვთ პროტესტის გრძნობა, რამდენს გინდათ როგორც უკრაინაში მოხდა პარლამენტის წინ, გამოიყვანოთ ეს პარლამენტარები და სათითაოდ მოათავსკთ ნაგვის ყუთში, მაგრამ ჩუმად ხართ, იმის იმედად რომ მეორე დღეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან მისი მოძმეები რამე კარგს და სასიკეთოს გაგვიკეთებენ, ერთმანეთი რომ არ გვყავდეს
მართლა არ ვიცი რა გვეშველებოდა, ამოიღეთ ხმა რატომ დუმხართ? რომელი სტრუქტურაა რაოდენობით ხალხზე, ჩვენზე მეტი?

სტატუსის ფინალურ ნაწილში კი აკა ნუცუბიძე საპროტესტო აქციის მოწყობას აანონსებს და საზოგადოებას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს;
ამოიღეთ ეგ დახშობილი ხმა! მეც აქ ვარ , თქვენთან ერთად,

– წამოიყვანეთ მშობლებიც და გამოდით გარეთ, ერთად აღვუდგეთ უსამართლობას! თუ ვინმეს სურვილი გაქვთ დაპლიუსდით და ღონისძიებას დავაანონსებ !!!

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები