ახალი ამბებიგანათლებაექსკლუზივიკულტურამედიცინასაზოგადოება

“აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება”

ამჟამად საზოგადოების პრეზიდენტია - გიორგი გაგუა

მაია ცომაიას ბლოგი

2019 წლის 25 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე, “აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება” დაფუძნდა. საზოგადოება ცნობილი მეცნიერის, ექიმისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელს ატარებს. ორგანიზაცია თავდაპირველად ” სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს” სახელს ატარებდა და მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ – თამარ ნემსაძე.

“სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს” რეორგანიზაციის შედეგად მიენიჭა აკად. ფრიდონ თოდუას სახელი. ამჟამად საზოგადოების პრეზიდენტია – გიორგი გაგუა.

გიორგი გაგუათსსუ-ს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, ჯიპას კურსდამთავრებული, გვესაუბრება “აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების” მიმართულებასა და მიზნებზე:

  • საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: საბაზისო მედიცინის მიმართულება, კლინიკური მედიცინის მიმართულება, სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება. საზოგადოება მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის, კადრების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განვითარების, დოქტორანტურის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურებს.
  • მიზნები:  თითოეული სტუდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა ფაკულტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში; მედიცინის (სამკურნალო, სტომატოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა) სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, სპორტული და სხვა საინტერესო მიმართულებით სტუდენტების მონაწილეობა; საქართველოს საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაცია.
  • პერსპექტივები: ყოველწლიურად სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; ფაკულტეტზე სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევებისთვის; სსს-ს აქტივობების ეფექტურად განხორციელებისა და ფაკულტეტის სამეცნიერო-მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი გაუმჯობესებისათვის სკოლის დამატებითი დაფინანსების ხელშეწყობა გრანტებისა და სპონსორების მოძიების გზით; ფაკულტეტზე თანამედროვე ცოდნასა და ხარისხზე ორიენტირებული სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევების დაგეგმვა, დანერგვა და განხორციელება…

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები