ახალი ამბებიექსკლუზივიმედიცინასაზოგადოება

აივ ინფექციაზე თვით-ტესტირება

კვლევის სუბიექტების ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია

აივ ინფექციაზე თვით-ტესტირება

მაია ცომაიას ბლოგი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი SOS პროექტის ფარგლებში, იწყებს „აივ ინფექციაზე თვით-ტესტირების მიმღებლობის შეფასების კვლევას ნიმ და მსმ პოპულაციებში საქართველოში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, განისაზღვროს, თუ რამდენად მისაღებია სისხლის ნიმუშისა და ნერწყვის თვით-ტესტების გამოყენება აივ ინფექციის გამოსავლენად მსმ და ნიმ პოპულაციებში საქართველოში.
კვლევაში გამოიყენება ორი ტიპის ტესტი: 1. სისხლის  და 2. ნერწყვის

კვლევა ტარდება თბილისსა და რეგიონებში.
ნიმ-ების მოცვა მოხდება ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სერვის ცენტრების მიერ, ხოლო მსმ-ები – ქსელის პარტნიორი ორგანიზაციების „თანადგომასა“ და „თანასწორობის მოძრაობას“ მიერ.

მაკა გოგია-ექიმი, “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” შიდსის პროგრამის მენეჯერი

-გვაქვს მოლოდინი, რომ ტესტირების ეს მეთოდი მისაღები იქნება მოწყვლადი პოპულაციების წარმომადგენლებისათვის და შევძლებთ ისეთ ბენეფიციარებთან წვდომას, რომლებიც უარს ამბობენ პროვაიდერის მიერ ჩატარებულ ტესტირებაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალში აღნიშნული მოდელის ფართოდ დანერგა ხელს შეუწყობს აივ ახალი შემთხვევების გამოვლენას.მომდევნო კვირიდან იწყება მონაწილეთა რეკრუტირება. წინასწარ განსაზღვრული ჩართვის კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მუშაკები აუთრიჩის, ასევე დაწესებულების ბაზაზე სხვა სერვისების მისაღებად მოსულ ბენეფიციარებს გადასცემენ თვით-ტესტებს და ავსებენ კითხვას ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. 2 კვირის ვადაში სოციალური მუშაკი ურეკავს კვლევის მონაწილეს და აგროვებს ინფორმაციას თვით-ტესტირების ჩატარების გამოცდილების შესახებ. კვლევის სუბიექტების ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია. მოხდება მათი უზრუნველყოფა პრე და პოსტ-კონსულტირების ბარათებით, ასევე იფუნქციონირებს მათთვის ცხელი ხაზი.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები