ახალი ამბები

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდგომაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება.

თელავისა და ახმეტის რაიონებში, მომხდარისტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში, ორიდღის განმავლობაში, 780–ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.

ზარალის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმოამდგენლები და აგროდაზღვევის პროგრამის მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია.

მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტშისახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობაშეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ანფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაშიარაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევენებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობსმაგალითად 30 ჰექტარს, ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონსახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები