ახალი ამბებისამართალი

ადვოკატი: „ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს დაცვის ვერსიას“

ადვოკატის მტკიცებით, რაიან სმიტისთვის ჩატარებული ექსპერტიზა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს და იმ ვერსიას ამყარებს, რაც დაცვის მხარეს აქვს. ამის შესახებ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვალებამდე, სიცოცხლის პერიოდში რაიან სმიტს მიაყენეს ბლაგვი საგნით დაზიანებები მუცლის არეში და ფეხებზე. ასევე წერია, რომ პირველი გასროლის ტრაექტორია არის ზემოდან ქვემოთ, შესაბამისად, ეს გამორიცხავს მალხაზ კობაურის მიერ დანაშაულის ჩადენას. კობაური რაიან სმიტზე დაბალია. რა გამოდის?! ჯერ იჭიდავეს კობაურმა და სმიტმა, მერე ადგა კობაური, ავიდა გორაკზე ერთი მეტრის ზემოთ და იქიდან ესროლა? – ეს არის წარმოუდგენელი ზღაპარი. ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს დაცვის ვერსიას და თავად კობაურის ნათქვამს, რომ ერთ პირთან სმიტმა იჭიდავა და მეორემ ამ დროს ესროლა ზურგში“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები