ახალი ამბები

ყოველ ჯერზე ახალ-ახალი აღმოჩენების ძიებაში

ჯადოსნური ედემის სავიზიტო ბარათი

ადგილი, სადაც სტრესისა და მოწყენილობისგან თავისუფლდებით 

მაია ცომაიას ბლოგი 

ფოტოების ავტორი დეა ცომაია

დამეთანხმებით, ყველას გვაქვს საყვარელი ადგილი, სადაც ხშირად გვინდება სტუმრობა  ქალაქური ქაოსური ყოფისგან განსატვირთად. ადგილი, სადაც ყოფნა მუდმივ მოთხოვნილად გადამექცა აქვე,  თბილისის ზღვასთან  ზურაბ  შევარდნაძის სასწაული ბაღია- ყველასთვის საყვარელი და ცნობილი “შევარდნაძის გარდენია”

ბაღში ყველაფერი ისეა გაფორმებული, რომ  განტვირთვისა და დასვენებისთვის  საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს-სათბურების დეკორაცია, ატრიბუტიკა, ყვავილების მრავალფეროვნება, დეკორატიული მცენარეები და ევროპული ტიპის  “პატარა კაფე”. ყველაზე დიდ ყურადღებას კი უამრავი ძველი ნივთი იპყრობს, რომელიც გარდენიის ლანდშაფტური დიზაინის განუყოფელი ელემენტია.

ყოველ ჯერზე ახალ-ახალი აღმოჩენების ძიებაში ვარ და დროც ისე სწრაფად გადის, რომ მოწყენისა და სტრესისთვის ვერც კი ვიცლი

ზურაბ შევარდნაძის ძალისხმევით  რამდენჯერმე განხორციელდა ბაღის სარემონტო სამუშაოები,  განახლდა  „გარდენიას“ დიზაინი, გაფართოვდა  ყვავილების სანერგე, რადგან უფრო მიმზიდველი და ლამაზი ყოფილიყო თითოეული სტუმრისთვის.

 

ზურაბ შევარდნაძის მიერ დაარსებული ბაღის პოპულარობისა და  წარმატების მიზეზი იმ განსაკუთრებულ გარემოსა და დამოკიდებულებებშია, რომელიც აქ იგრძნობა.

თან დამყვება  “გარდენიაში” შეძენილ ყვავილებთან ერთად ის განწყობა და ემოცია , რომელიც ამ ჯადოსნური ედემის სავიზიტო ბარათია.

 უგზო-უკვლოდ მიყვარს “გარდენია”

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები