განათლებათემურ სამხარაძე

“ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში.” – ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

"ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში." - ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

   ჯერ კიდევ  დიდი ხნის წინ არისტოტელე ამბობდა, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. ადამიანთა სამყარო სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებშია ჩართული.  ჩვენს საუკუნეში შესაძლებელია ადამიანს სოციალური რობოტიც კი ვუწოდოთ.  პროგრესი გვაიძულებს მოვწყდეთ შინაგან დაკვირვებას, შევქმნათ წესები დადავემორჩილოთ მათ. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა ნელ-ნელა სწავლობდა გარემოსთან ადაპტაციას. ადამიანთა საქმიანობა დროსთან ერთად უფრო თანამიმდევრული ხდებოდა, იხვეწებოდა ინდივიდთა შორის ურთიერთობის დაგარე სინამდვილესთან შეგუების ფორმები. საზოგადოების არსებობა ბუნებრვია გარკვეული წესების და სოციალურინორმების შემუშავების საჭიროებას ქმნიდა. ადამიანის არსი სწორედ მის სოციალურობაშია. პიროვნების შემოქმედებითი ესთეტიკური და ზნეობრივითვისებები მის სოციალურ ქცევაში ვლინდება.

    ადამიანები ხშირად მოქმედებენ სოციალური ნორმების, კანონების, დაწერილი თუ დაუწერელი წესების მიხედვით. მაგალითად, ბულგარელების უმრავლესობა, სხვა ბევრი ქვეყნის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, უარის ნიშნად თავის დაგიქნევთ, ხოლო დასტურს თავის გაქნევით გამოხატავს.  თუ თქვენ დადგებით შუა ქუჩაში და ცაში დაიწყებთ ყურებას, გამვლელები ალბათ ჩვეულებრივად ჩაგივლიან. მაგრამ თუ რამდენიმე მეგობართან ერთად გაიმეორებთ იგივეს, გამვლელებსაც დააინტერესებთ  და მოგბაძავენ.

   როგორც უკვე ვიცით,ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი კავშირი არსებობს და ამ კავშირის კვლევა სოციალური ფსიქოლოგიისერთ-ერთი მიზანია.  მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი გარემოსგან გავლენის მიმღებია და გასაკვირი არაა, რომსოციალური ფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა რა სახის გავლენა შესაძლოა მოახდინოს სოციალურმა გარემომ ინდივიდზე და რა მექანიზმებით მოქმედებს თავად სოციალური გავლენები. სოციალური გარემო ჩვენგანგარკვეული წესების ცოდნას მოითხოვს.

     სხვადასხვა საზოგადოებას თუ კულტურას თავისი ქცევითი სტანდარტები აქვს.ზოგიერთი სოციალური ნორმა დაუწერელი და იმპლიციტურია. ადამიანთა უმრავლესობა ვასრულებთ ამგვარ დაუწერელწესებს, სოცალური ნორმები იმორჩილებს კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში. ყოველდღიურად  ჩვენ შეხება გვაქვსუამრავ ჯგუფთან, შესაბამისად გვიწევს ამ ჯგუფის ნორმების გათვალისწინება. სოციალური ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომადამიანის ქცევაზე იმ ჯგუფის სოციალური ნორმები ახდნენენ გავლენას, რომელთანაც ის თავის თავს აიგივებს. ამგვარჯგუფებს ეტალონური ეწოდება. ამ მხრივ საინტერესოა ტ. ნიუკომბის ექსპერიმენტი, რომელიც ეტალონური ჯგუფებისგავლენის შესწავლის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩავთვალოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის ქცევაზე სოციალურინორმების გარდა სოციალური როლებიც ახდნენენ გავლენას, ამის საუკეთესო მაგალითად შეიძლება დავასახელოთფ.ზიმბარდოს მიერ ჩატარებული „ციხის ექსპერიმენტი“.  ჯგუფმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ასევე ადამიანისგადაწყვეტილებებზე.  60-იან წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები გვიჩვნებს, რომ ჯგუფში მიღებულიგადაწყვეტილებები უფრო დიდი რისკის ხარისხით გამოირჩევიან, ვიდრე ინდივიდუალურად მიღებულიგადაწყვეტილებები. ამას მკვლევარებმა რისკის გადანაცვლება უწოდეს. ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებაზე შესაძლოაიმოქმედოს ასევე ლიდერის მიერ გამოყენებულმა ხელმძღვანელობის სტილმა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კ.ლევინისექსპერიმენტები. რაც შეეხება საქმიანობის ეფექტურობას, აქაც გარკვეული სახის გავლენას ვხვდებით. მაგალითადშეგვიძლია დავასახელოთ ფ. ოლპორტის კვლევები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ კონკურენცია, შეჯიბრი დაუბრალოდ სხვების თანდასწრებაც კი ადამიანის მიერ  დავალების შესრულების გაუმჯობესებას განაპირობებს. ეს მოვლენასოციალური ფასილიტაციის სახელით არის ცნობილი.

  სოციალური გავლენებიდან შეგვიძლია გამოვყოთ მორჩილება, დათმობა და კონფორმიზმი. მორჩილება წარმოადგენსსოციალური გავლენის ფორმას, რომელშიც ერთი ან მეტი ინდივიდი ემორჩილება სხვის ბრძანებას. იგულისხმება,ინდივიდი რომელიც იძლევა ბრძანებას, ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას გავლენა მოახდინოს სხვაზე. ჩვეულებრივარჩევენ ძალაუფლების ექვს წყაროს: დაჯილდოვების ძალაუფლება, დასჯის ძალაუფლება, ექსპერტული ძალაუფლება,ინფორმაციული ძალაუფლება, რეფერენტული ძალაუფლება და კანონიერი ძალაუფლება. როცა მორჩილებაზელაპარაკობენ, ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ ის ემყარება კანონიერ ძალაუფლებას. თუმცა, არ არის გამორიცხულიძალაუფლების სხვა წყაროებიც თამაშობდნენ აქტიურ როლს. რაც შეეხება დათმობას ის წარმოადგენს სოციალურიგავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას, როცა ინდივიდი თავის ქცევას ცვლის სხვისი მოთხოვნით.სოციალურგავლენებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვრცლად შევეხოთ ამ თემის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ-კონფორმულობას. როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმებისზეგავლენით, ამას კონფორმიზმი ეწოდება.  არსებობს აზრი, რომ სწორედ სოციალური ნორმებისადმი მორჩილება გვიცავს„სოციალური ანარქიისგან.“ ამ კუთხით თუ შევხედავთ კონფორმულობა შესაძლოა სასარგებლო ფუნქციას ასრულებს,მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ჩვენ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქცევას საზოგადოებაში, თუ საზოგადოებისგარეთ გარკვეული მიზეზი და მოტივი განაპირობებს. კონფორმულობასაც, როგორც ფსიქო-სოციალურ ქცევას გარკვეულიმოტივები გააჩნია. პირველი ესაა ნორმტიული გავლენა-როცა ინდივიდს სურს ჯგუფმა მიიღოს და არ დარჩეს მისგანგარიყული. შეიძლება ითქვას ეს არის სურვილი მოსწონდე სხვებს. ნორმატიული გავლენა კარგად ჩანს სოლომონ აშისცნობილ ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც იყო მცირე ჯგუფებზე კონფორმულობის ზეგავლენის შესწავლა. ცდისპირებსევალებოდათ ერთი ეტალონური ხაზის A, B ან C ხაზებთან შედარება და ანალოგის პოვნა. შედეგად აშმა მიიღო ის, რომცდისპირთა დიდი ნაწილი(65%) იმეორებდა უმრავლესობის აზრს, რომელიც აშკარად, თვალსაჩინოდ მცდარი იყო. მეორემოტივი არის ინფორმაციული გავლენა-ეს არის სურვილი იყო სწორი. როცა ინდივიდს სურს მნიშვნელოვანიინფორმაციის მიღება. ინფორმაციული გავლენის მაგალითად გვევლინება მუზაფერ შერიფის ექსპერიმენტი, რომელიცეფუძნება აღქმის ილუზიას, რომელსაც ავტოკინეტიკური მოძრაობა ეწოდება. ექსპერიმენტი ნათლად გვიჩვენებს თუროგორ შეუძლია ინფორმაციულ ზეგავლენას ნორმის კრისტალიზაცია ანუ მისი ფორმირება და გამყარება. აღსანიშნავიაისიც, რომ ინდივიდი ყოველთვის ერთსადაიმავე ხარისხში არ ექვემდებარება კონფორმულობას. არსებობს ცვლადები,რომლებიც გავლენას ახდენენ ტენდენციის ინტენსივობაზე. ესენია: ჯგუფის შეჭიდულობა(რამდენად რეფერენტულიაჯგუფი), ჯგუფის სიდიდე, სოციალური მხარდაჭერის არსებობა-არარსებობა და სქესი.  კონფორმიზმისკენ მიდრეკილებაადამიანის უნივერსალური თვისებაა, თუმცა სოციალური ზეგავლენის მიმართ მგრძნობელობა განსხვავებულკულტურაში განსხვავებულია. როგორც ცნობილია კონფორმულობა მეტად არის დამახასიათებელი კოლექტივისტურიკულტურისთვის, ხოლო დასავლურ ინდივიდუალისტურ კულტურაში ნაკლებად. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ესგამომდინარეობს დასავლურ კულტურაში სოციალური ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის დიდი ტენდენციიდან. როგორც უკვე აღვნიშნეთ კონფორმულობას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. ხშირ შემთხვევაში ის თავის თავშიზეწოლას გულისხმობს და ხელს უწყობს დეინდივიდუალიზაციას, რაც ბუნებრივია პროტესტს აჩენს ადამიანებში. იმფაქტს, როდესაც ინდივიდი არ ემორჩილება სოცალური ჯგუფის გავლენას-ნონკონფორმიზმი ეწოდება. ფსიქოლოგიურირეაქტიული თეორიის მიხედვით ადამანის ქცევა ემსახურება საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებას და თავისუფლებისშეზღუდვის მცდელობები ხშირად მთავრდება „ნონკონფორმისტული ბუმერანგის ეფექტით“. თანამედროვესაზოგადოებისთვის კონფორმულობა საზოგადოდ დამახასიათებელია, მაგრამ ტოტალურ სახელმწიფოებში იგიგაბატონებულ მოვლენას წაროადგენს. ჩვენ ისტორიიდან კარგად ვიცნობთ ისეტი ტიპის სახელმწიფოებს, როგორიც იყოსაბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია. ეს ის შემთხვევაა, როცა კონფორმიზმის გავრცელებას ხელს უწყობსსახელმწიფო პოლიტიკა, როცა წახალისებულია არა კანონის უზენაესობა და მორალური ნორმებისადმი ლოიალობა,არამედ სახელისუფლო ავტორიტეტისადმი ბრმად მორჩილება.  კონფორმისტული ქცევა ხშირად თვითგადარჩენისერთადერთი გამოსავალია. ბოლშევიკური ტერორისგან ფიზიკური გადარჩენის უალტერნატივო გზა სწორედკონფორმისტულ პოზიციაზე გადასვლა იყო.

  კონფორმიზმის თემა შემოქმედებაშიც საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილიიტალიელი კინორეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი-„კონფორმისტი“, რომელიც გადაღებულია ალბერტომორავიას ცნობილი მოთხრობის მიხედვით. აქ წამოჭრილია კონფორმულობის სწორედ ის პრობლემა, როდესაც ადამიანსსაკუთარი პრინციპების საწინააღმდეგოდ უწევს მოქმედება. ამ ფილმის ახსნისას საჭიროა გავიხსენოთ მილგრამისექსპერიმენტის შედეგი, რომ ადამიანები ხშირად მიყვებიან ავტორიტეტის ბრძანებას მაშინაც კი, როცა ბრძანებაუკავშირდება უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ფილმის გმირი, მიუხედავად შინაგანი ბრძოლისა, ვერ ახერხებსფსიქოლოგიური და პიროვნული მდგრადობის შენარჩუნებას და საბოლოოდ ნაცისტური კონფორმიზმის მსხვერპლიხდება.

      ადამიანის მოთხოვნილებაა გრძნობდეს საკუთარ უნიკალურობას და ამავე დროს მიეკუთვნებოდეს გარკვეულსოციალურ ჯგუფს. ყოველი ჩვენგანის ამოცანაა დაიცვას ბალანსი დამოუკიდებლობასა და დაქვემდებარებას შორის,პირად ცხოვრებასა და საზგადოებრივ ცხოვრებას შორის, ინდივიდუალურობასა და სოციალურ იდენტობას შორის.ცნობილი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი ამბობდა: „მხოლოდ ერთ საკითხს აქვს მნიშვნელობა, ვცხოვრობ ისე, რომ ჩემიცხოვრება სრულიად მაკმაყოფილებს და მაძლევს საკუთარი უნარების რეალიზების საშუალებას.“ რადგან საკუთარიუნიკალურობის განცდა ადამიანის კომფორტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიობაა, როჯერსის ეს სიტყვები ალბათსაუკეთესო განმარტებაა იმისა თუ რა გზით შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა სიმშვიდეს. იცხოვროს მაღალი სოციალური დაპიროვნული ღირებულებებით და ამვე დროს მართოს შინაგანი კონფლიქტები, იყოს ფსიქიკურად მდგრადი და მიიღოსსაკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისთვის დადებითი გადაწყვეტილებები, იყოს უნიკალური საკუთარი ღირებულებებითა დაცხოვრების წესით.

 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები