ახალი ამბებიპოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პარლამენტში იბარებს. დეპუტატებს შეკითხვები იმ წევრებთან აქვთ, ვინც მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ითხოვენ პარლამენტში საბჭოს არამოსამართლე წევრები მივიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში 10 მოსამართლის მხოლოდ სახელი და გვარი გაიგზავნა. მისი განცხადბეით, პროცესი გაუმჭვირვალეა, რადგან დასახელებული მოსამართლეების წარსული საქმინობის შესახებ ინფორმაცია სიას თან არ ახლავს.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის გაუმჭვირვალე პროცედურა იმიტომ, რომ პროცესი არ ითვალისწინებს სხვა პროცედურებს, ეს არ არის კანონით გაწერილი და სამწუხაროა, რომ ეს ასეა, ამიტომ მათ ამით ისარგებლეს, შემოიტანეს სია, რომელიც არ ვიცი როდის და სად დაწერეს, რა კრიტერიუმით დაწერეს, რომ ნახოთ რა შემოვიდა პარლამენტში ეს არის ფარატინა ქაღალდი, სახელები და გვარებია. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, გვჭირდება კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. პირადად მე კატეგორიულად არ ვუჭერ ამ სიას მხარს, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ჰყავთ იმ სიაში მყოფ პირებს დაპატიმრებული,“ – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply