ახალი ამბებისაზოგადოება

ადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა

ადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ორი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა. ორი დღის წინ მგელმა სოფლის ოთხი მკვიდრი დაკბინა, წუხელ კი ადგილობრივ მურმან ციბაძეს დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.

„ბაზარში მიმქონდა პროდუქტი გასაყიდად, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს მიჰყავდა. თავიდან ძაღლი მეგონა, მივუახლოვდი და გამოვეკიდე, ძაღლი რომ გადამერჩინა, რა დროსაც თავს დამესხა და მკლავზე მიკბინა“, – განაცხადა მურმან ციბაძე.

დაზარალებულებს შესაბამისი აცრები ჩაუტარდათ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply