საზოგადოება

სააკაშვილი: “ქოცების” დასაცინი ოფიციალური სააგენტო ფარნაოზ ჭკადუამ გააკეთა და მას 25-ში დაიჭერენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ვიდეო ჩართვისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” დასაცინი სააგენტო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ფარნაოზ ჭკადუას შექმნილია.

სააკაშვილის თქმით, ფარნაოზ ჭკადუას 25 რიცხვში დააკავებენ.

“25-ში დანიშნულია მისჯა ფარნაოზ ჭკადუასი. ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც არ იცით ბევრმა, არის “ქოცების” დაცინვის ოფიციალური სააგენტოს” შემქმნელი, ეს არის ის სააგენტო, სადაც სრულიად უფულოდ მუშაობენ ჩვენი ხალხი და მრავალმილიონიანი ივანიშვილის რუსული ფეესბეს ფეისბუქოპერაციებს უწევენ წინააღმდეგობას.

ფარნაოზ ჭკადუა არის ერთ-ერთი წესიერი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ. 25-ში ფარნაოზ ჭკადუას უშვებენ ციხეში იმ ფაქტის გამო, რაც 4 თუ 5 წლის წინ მოხდა

ამავე დრო, ივანიშვილს უნდა, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერები გამოიყვანონ მარგინალი გიჟების ჯგუფად ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply